პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის გულში, ზღვისა და მთების ხედით
პროექტის შესახებ
კომფორტული ცხოვრების ახალი სტანდარტი
Comfort-Palace არის 30-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, გააზრებულ ინფრასტრუქტურას და უმაღლესი ხარისხის მშენებლობას. კომპანიის მეექვსე საინვესტიციო პროექტით, გთავაზობთ ბაზარზე არსებულ საუკეთესო პირობებს ბინის შესაძენად.პროექტი იქნება სრულიად საცხოვრებელი ტიპის.
- ბინები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით
- ღია და დახურული პარკინგი
- გაზიფიცირებული
- ბავშვთა გასართობი პარკი
- ბინებს შორის ხმის იზოლაცია
- უაღრესად მყარი ფუნდამენტი
მდებარეობა
ყველაფერი ხელმისაწვდომ მანძილზე
Comfort-Palace მდებარეობს ბათუმის განვითარებულ უბანში, შესანიშნავი სატრანსპორტო ხელმისაწვდომობით.
გმირთა ხეივანი
ისეირნეთ ბათუმის ყველაზე გემოვნებიანი ბულვარის გასწვრივ, სადაც მინის ცათამბჯენები ნეონის შუქს ირეკლავენ. დღისით აქ თანამედროვე მეგაპოლისის ატმოსფეროა — ფართო ტროტუარები, არტ-ობიექტები და შთამბეჭდავი არქიტექტურა. საღამოს კი ყველაფერი იცვლება: ცათამბჯენების შუქი შადრევნებში ირეკლება და თითქმის ჯადოსნურ სურათს ქმნის. აუცილებლად ეწვიეთ მზის ჩასვლის შემდეგ — შთაბეჭდილებები გარანტირებულია.
Adjarabet Arena
თუნდაც ფეხბურთის გულშემატკივარი არ იყოთ, ეს სტადიონი ნამდვილად ღირს სანახავად. ის 2021 წელს აშენდა და უკვე ქალაქის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. ფასადი ქართული ტრადიციული ცეკვებითაა შთაგონებული, ხოლო შენობის გლუვი ფორმები ნებისმიერი კუთხიდან შთამბეჭდავად გამოიყურება. ტევადობა — 20 000-ზე მეტ მაყურებელს შეადგენს , მატჩებზე ატმოსფერო კი ელექტრიზებულია. ღამის განათება სტადიონს ხელოვნების ნიმუშად აქცევს, რომელიც შორიდანაც ჩანს.ეს არის მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი და უთანამედროვესი სტადიონი.
სანაპირო
ქალაქის ცოცხალი გული, რომელიც არც დღით და არც ღამით არ იძინებს. შავი ზღვის სანაპიროზე კილომეტრობით სასეირნო ზონა, პალმები, ყვავილოვანი ბაღებით და ზღვის ბრიზით — რაც უკვე საკმარისია მისი შეყვარებისთვის. ამას ემატება ქუჩის მუსიკოსები, რესტორნები პირდაპირ ზღვის პირას, ველოსიპედებისა და სკუტერების გაქირავება, გასართობი ატრაქციონები ბავშვებისა და უფროსებისთვის. აქაური მზის ჩასვლა კი იმდენად ლამაზია, რომ კიდევ ერთი დღით დარჩენა მოგინდებათ. ხოლო ავიასპოტერებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზია— ბათუმის აეროპორტი პირდაპირ ზღვის პირასაა და თვითმფრინავები დასაჯდომად ფაქტობრივად დამსვენებლების თავზე გადადიან.
Grand Mall
ქალაქის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, სადაც შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ და არ მოიწყინოთ. საერთაშორისო ბრენდების ათეულობით მაღაზია, რესტორნებისა და კაფეების ფართო არჩევანი ყველა გემოვნებისთვის, ქალაქის პანორამული ხედით დიდი სასადილო და ბავშვთა გასართობი ზონა. კინოს მოყვარულებისთვის კი აქ მუშაობს თანამედროვე მრავალდარბაზიანი კინოთეატრი კომფორტული სავარძლებითა და აქტუალური რეპერტუარით — შესანიშნავი საშუალება საღამო მთელ ოჯახთან ერთად გაატაროთ. Grand Mall იდეალური ადგილია როგორც მზიან ასევე წვიმიან დღეს.
სპეცშეთავაზებები
საუკეთესო პირობები შესაძენად
სტუდიო ზღვისა და ქალაქის ხედით
35.9 მ²
- სტუდიო ზღვისა და ქალაქის ხედით
- სართულები არარის შეზღუდული
- ყველაზე დიდი სტუდიო ფართი
$44 875-დან
1-ოთახიანი ბინა აივნით
51.4 მ²
- ფართო აივანი
- მთის ხედი
- მზიანი ბინა
$61 700-დან
2-ოთახიანი პრემიუმი
69 მ²
- ოროთახიანი ბინა პანორამული ფანჯრებით
- ორი ნათელი საძინებელი
- ცალკე სამზარეულო
- მზიანი ხედი
$82 800-დან
გეგმარებები
აირჩიეთ იდეალური ბინა
გადახდის მეთოდები
მოქნილი შეძენის პირობები
- კვადრატული მეტრის ფასზე — $100 ფასდაკლება
- 10%დან ზემოთ შემონატანზე ისარგებლებთ ფასდაკლებით
- პირველი შენატანი 0%-დან
- პროცენტისა და ზედმეტი გადახდის გარეშე
- ყოველთვიური გადახდები
კონტაქტები
დაგვიკავშირდით